ჯენიფერ ლოპესის საქმროს ღალატში ადანაშაულებენ

11:08 03-12-2019
1181

 

ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის პარალელურად, ჭორი გავრცელდა. მომღერლის ახალი საქმროს ყოფილმა თანაგუნდელმა, ბეისბოლისტმა ხოსე კონსეკომ, „თვითერში“ პოსტი გამოაქვეყნა:

World of Dance-ს ვუყურებ და ვხედავ როპგორ წერს ჯეი ლო ალექს როდრიგესს. არც კი იცის, რომ ის მას ჩემს ყოფილ ცოლთან, ჯესიკასთან ღალატობს. საბრალო გოგო, წარმოდგენა არ აქვს, რას წარმოადგენს ეს კაცი სინამდვილეში.“

ხოსე კონსეკო ამ პოსტით არ შემოიფარგლა და 5 წუთში, ალექს როდრიგესის მისამართით, კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა:

„ალექს როდრიგეს, ნუ ხარ ნაგავი, შეწყვიტე ჯენიფერ ლოპესის ღალატი“.

თავად ჯენიფერ ლოპესი ამ განცხადებებს არ აუღელვებია. როგორც მომღერალთან დაახლოებული პირი აცხადებს, ჯეი ლო თავის საქმროს ენდობა და უყვარს.

თუმცა, ხოსე კონსეკო აცხადებს, რომ იგი მზადაა პოლიგრაფისტესტი გაიაროს და დაამტკიცოს, რომ სიმართლეს ამბობს.

სანამ ვარსკვლავურ წყვილზე ჭორები ვრცელდება, ჯენიფერ ლოპესი თავის მომავალ მეუღლესთან ერთად, ბაჰამის კუნძულებზე ისვენებს.

 

 

ავტორი: მარიამ გიგანი