აუცრელი ბავშვების სკოლაში წაყვანა იკრძალება: ახალი კანონი იტალიაში

16:47 03-12-2019
975

იტალიაში აუცრელი ბავშის სკოლაში გაშვება კანონით აიკრძალა და მშობლის დაჯარიმებას ექვემდებარება.

თუკი მშობელი სკოლაში აუცრელ ბავშვს გაუშვებს, 500 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ახალი კანონი იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში წითელას შემთხვევებმა იმატა. ამის მიზეზს, აცრაზე უარის თქმას და ანტივაქსერულ მოძრაობას უკავშირებენ.

ახალ კანონის თანახმად, რომელიც ლორენცინის (ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და კანონპროექტის შემქმნელის) სახელობისაა, სკოლაში დასწრებამდე, ყველა ბავშვი ვალდებულია სავალდებულო აცრები ჩაიტაროს, მათ შორის: ჩუთყვავილის, წითელასი, წითურასი და პოლიომიელიტის.

ახალი წესების მიხედვით, აუცრელ ბავშვებს საბავშო ბაღებში არ მიიღებენ.

6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასკოლო მეცადინეობებზე დასწრების აკრძალვა დაუშვებელია, თუმცა მათი აუცრელობის შემთხვევაში, მშობლები დაჯარიმდებიან.

ავტორი: მარიამ გიგანი