ადვოკატი ლევან ჩხაიძე - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ნამდვილად ნოე სიხარულიძის შვილია

17:53 03-12-2019
730

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი  ლევან ჩხეიძე  სოციალურ ქსელში გავრცელებულ  იმ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც  ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისელი ნოე სიხარულიძის ბიოლოგიური შვილია. 

„ნუგზარ ბაგრატიონის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის წყარო მე არ ვარ, სოციალურ ქსელში  ხშირად ვრცელდებოდა დამადასტურებელი დოკუმენტაციით, სადაც ნათლად ჩანს, რომ სააქტო ჩანაწერში პეტრე გრუზინსკი დაბადებულა 1920 წლის 28 მარტს. სააქტო ჩანაწერი გაკეთებულია 1922 წელს. იმ დროისთვის პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი იყო ოთხი თვის გარდაცვლილი და როგორ ეყოლებოდა შვილი?!  რადგან ბაგრატიონების მხრიდან არავინ არ შედავებია ამ ინფორმაციის ავტორს, ჩვენ ვეყრდნობით კიდეც. გარდა ამისა, სააქტო ჩანაწერში ბევრი მნიშვნელოვანი ცარიელი გრაფაა და თანაც, დადასტურებული არ არის  სახელმწიფო  წარმომადგენლის მიერ. ამ ყველაფერმა არათუ კითხვებს გასცა პასუხი, არამედ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა.“- განაცხადა პრაიმტაიმთან ლევან ჩხაიძემ. 

ადვოკატი  ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სამართლო დავის შეწყვეტისკენ და  პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.  წინააღმდეგ შემთვევაში,  ჩხაიძე  ნუგზარ ბაგრატიონისგან დნმ-ის კვლევის ჩატარებას და   გენეტიკური მასალის შესადარებლად,  გრუზინსკების ოჯახიდან ან ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელისგან აღებული დნმ-ის მასალების შედარებას ითხოვს.  

რაც შეეხება ექსჰუმაციის საკითხს,  ჩხაიძე მას სრულ სპეკულაციას უწოდებს.  

„გრუზინსკების ოჯახებიდან დნმ-ის  კვლევა ჩატარებული აქვთ ასევე, ალექსანდრე მუხრანელს, ჯანო ბაგრატონ-დავითაშვილს. ცნობილია, მათი დნმ-ის მასალები და შეიძლება შედარება. სხვა შემთხვევაში  საკითხი კვლავ სადაოდ რჩება.  

 სოციალურ ქსელში გავრცელდა ნოე სიხარულიძის ფოტო, სადაც ეწერა, რომ თბილისელი ნოე სიხარულიძის ბიოლოგიური შვილი არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. სურათებზე ჩემი სუბიექტური აზრით, ძალიან ჰგავს მამას. თუ აღმოჩნდება ბატონი ნუგზარი სიხარულიძე, დამთავრდება ყველანაირი დავა და ის ისედაც იყო და კვლავ დარჩება საქართველოს მოქალაქის სტატუსით“.- განაცხადა ლევან ჩხაიძემ 

 შეგახსენებთ, ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის დღეს სასამართლო დავა დაიწყო. გრუზინსკები ყოფილ სიძეს, სამეფო სტატუსით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს  ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს და დნმ-ის კვლევით მოითხოვს ჭეშმარიტების დადგენას.