პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე ანა ხუნჯუა მედლის მფლობელი გახდა

11:00 03-13-2019
171

პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე ანა ხუნჯუა ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ანა ხუნჯუა ბელარუს მოკრივეს დაუპირისპირდა.

“გილოცავთ !!! პირველად საქართველოს კრივის ისტორიაში ევროპის 22 წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ქართველი გოგონა მოკრივე, ანა ხუნჯუა, სულ მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!!! მან ბელარუსი მოკრივე დაამარცხა!”, – ნათქვამია კრივის ფედერაციის განცხადებაში.