სკანდალური ლუქი! - ჯენიფერ ლოპესი, ყოფილ და მომავალ ქმართან ერთად პოზირებს

12:01 03-13-2019
613

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი, ორი დღის წინ ბაჰამის კუნძულებზე იმყოფებოდნენ, სადაც მომღერალს, შეყვარებულმა ხელი შესთავაზა. გუშინ კი წყვილი, მაიამის აეროპორტში დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ვარსკვლავები ქორწილის ცერემონიისთვის ემზადებიან!

წყვილის თაყვანისმცემლებმა, სოციალურ ქსელში დიდი ხნის წინ გადაღებული, არქივის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც მომღერალი, ყოფილ ქმართან მარკ ენტონთან და  მომავალ მეუღლესთან ერთად პოზირებს. ფოტო, საზოგადოებამ დღის სკანდალურ ლუქად აქცია. 

ღალატი, შენთან უფრო ახლოს არის, ვიდრე შენ ფიქრობ! შენ და ის ბიჭი, ვიზეც ჯეიმ განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერი აქვს! - მარკი ხვდება, რომ საქმე, რაღაც ვერ არის კარგად! - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.  

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი და ალექს როდრიგესი ერთმანეთს, მარკ ენტონმა გაცნო იმ დროს, როცა ჯეი, ჯერ კიდევ მარკის ცოლი იყო. ეს ფაქტი, დიდი ხნის წინ. როდრიგესის ერთ-ერთ თამაშზე მოხდა. 

იხ. ფოტოკოლაჟი:   

ავტორი: რუსა ღვანიძე