ლედი გაგა - „დიახ, ორსულად ვარ!"...

13:31 03-13-2019
3899

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლედი გაგა, ბრედლი კუპერისგან ბავშვს ელოდება. ამ ამბავს მომღერალი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ამბობენ რომ ფეხმძიმედ ვარ?! დიახ, ორსულად ვარ LG6-ისგან - წერს ლედი გაგა.

ვარსკვლავის თაყვანისმცემლები თვლიან, რომ LG6, მისი ახალი ალბომის ინიციალებია, რომელზეც მომღარალი, ამ ეტაპზე მუშაობს - თუ გამოვიანგარიშებთ, მომღერალი ორსულობის  მეექვსე თვეშია. 

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ, ლედი გაგა და მისი  ყოფილი მეუღლე კრისტიან კარინო, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე, ლედი გაგა, სრულიად მარტო, საქორწინო ბეჭდის გარეშე პოზირებდა.

ლედის და კრისტიანის სასიყვარულო რომანის შესახებ ინფორმაცია, 2017 წლის ნოემბერში გავრცელდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, კრისტიანმა მომღერალს ხელი სთხოვა.   

გაგას ირგვლივ გავრცელებული ინფორმაციები, ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა. მომღერლის და ბრედლი კუპერის ახლო კავშირის გამო, მსახიობს, ირინა შეიკთან ურთიერთობები დაეძაბა, რაზეც გაგას, ჯიმი კიმელის შოუში ბოდიშის მოხდაც კი დასჭირდა:

ეს ის არის, რაც ჩვენ გვინდოდა, რომ დაგენახათ - თქვენ რომ სიყვარულზე მღერით, ხომ გაქვთ სურვილი, ადამიანებმა სიყვარული იგრძნონ. ჩვენ თქვენ მოგატყუეთ! - ამბობს გაგა ინტერვიუში. 

იხ. ფოტოკოლაჟი:  

ავტორი: რუსა ღვანიძე