უბედური შემთხვევა რუსთავში - 13 წლის გოგონა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორი მოზარდი ფოტოს გადაღებას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მეორე მოზარდი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.