სტეფანე თავის თაყვანისმცემელ ქალბატონზე ფეისბუქზე წერს.
„არ ვიტყუები, უკვე მეორე შემთხვევაა - ასაკოვანმა ქალბატონმა მითხრა, “ბავშვობიდან გისმენო”... მე მეორედ შემეპარა ეჭვი და ჩავეკითხე, იქნებ მე რომ ვიყავი ბავშვი-მეთქი (მაშინაც ვმღეროდი) და - არა, მე რომ ვიყავი ბავშვიო“ - წერს მუსიკოსი.
სახალისო კომენტარებში კოლეგებიც ეხმიანებიან. ნეკა სებისკვერაძე აკომენტარებს: „ეგეთი მეც დამემართა, ეგ იმის ბრალია, რომ ძალიან დიდი ხანია ვმღერით და ვჩანვართ ღრმა ბავშვობიდან.“