დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, სამეფო ტრადიციებს ნაწილობრივ არღვევს. იუნძორის ტაძარი - რეზიდენცია ქალაქგარეთ, რომელიც სამეფო ოჯახის ყველაზე საყვარელი ადგილია. ტრადიციები, ათწლეულების განმავლობაში, არ იცვლება. ეს არა მარტო დაგეგმილი სადილის ეტიკეტს, არამედ სამზარეულოს წეს-ჩვეულებებსაც ეხება. ედუარდ III - ის მეფობის დროინდელი სუფრის წესები, ჯერ კიდევ უცვლელია, მაგრამ მოქმედმა დედოფალმა ელისაბედ II-მ, სამეფო სუფრის კორექტირება მაინც მოახდინა. "US Weekly"-თან ინტერვიუში, სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეული, დარენ მაკგრედი, სამეფო ოჯახის კვების რაციონზე საუბრობს:
ყინული - ბურთის ფორმის!
სასახლეში, გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენება, სრულიად აკრძალულია. დედოფალი, მხოლოდ სეზონურ ხილს და ბოსტნეულს ცნობს. "მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველ დილით ახალ დაკრეფილ მარწყვს მიირთმევს, მაგრამ თუკი იანვარში კვების რაციონში შეიტანეს, დედოფალი მაშინვე ახსნა-განმარტებას მოითხოვს" - ამბობს მაკგრედი.
არანაირი მაკარონი!
მაღალი კალორიულობის გამო ბრინჯს, მაკარონს და კარტოფილს, სასახლეში იშვიათად მიირთმევენ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან დილის საუზმეზე. სამეფო სადილი, მსუბუქ რაციონს შედგენს: მაგალითად გრილზე შემწვარი ქათამი, ან ლოსოსი ბოსტნეულთან ერთად.
ბევრი შოკოლადი!
დედოფალი, თავს უფლებას აძლევს, დილის საუზმე, ერთი ჭიქა "ერლ გრეის" და ერთი ულუფა შოკოლადის ბისკვიტით დაიწყოს.
ერთი ბოკალი ალკოჰოლური მაგარი სასმელი!
სადილამდე, ელისაბედი თავს განტვირთვის უფლებას აძლევს და კოქტეილს ჯინთან ერთად, ან მსუბუქად, ღვინოს მიირთმევს. დედოფალი, მარტინის და ძლიერ სასმელებს, მშრალ ღვინოდ თვლის. დღის განმავლობაში, ელისაბედ მეორე, ოთხი სახის ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევს.