ჰოლივუდის მსახიობმა უილ სმიტმა, რომელიც სოციალური ქსელის ინსტაგრამის ერთ-ერთი მომხმარებელია, ინსტაგრამზე დაბრუნება ცეკვით აღნიშნა.
სოციალურ ქსელს Facebook, რამდენიმე საათი, მთელ მსოფლიოში წვდომა ჰქონდა შეზღუდული, რაც არა მარტო ბლოგერების, არამედ ინსტაგრამის მომხმარებლებისთვისაც სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდა.
გუშინ, 18.00 სათის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური შეზღუდვა, დასავლეთ ევროპის და აშშ-ის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
რამდენიმე საათის ხნის წინ ფეისბუქის ადმინისტრაციამ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა და მომხმარებლებს, პრობლემის მოგვარებას დაპირდა:
ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ამჟამად Facebook-ის აპლიკაციებთან წვდომის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, სოციალური ქსელის მოხმარებლებს, პრობლემა ნაწილობრივ მოეხსნათ და კვლავ მიეცათ საშუალება ფეისბუქის პირად გვერდზე და ინსტაგრამზე დაბრუნების.
ჰოლივუდის მსახიობი უილ სმიტი, პირველი ადამიანია, ვინც ინსტაგრამზე დაბრუნება ცეკვით აღნიშნა. მსახიობმა, სოციალურ ქსელში ვიდეო და პოსტი გამოაქვეყნა: - Instagram: ისევ ქსელში ვარ. მე... - წერს სმიტი.
იხ. ფოტოკოლაჟი: