საზოგადოების უმეტესი ნაწილის ვარაუდით, ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავები, მომავალ მეუღლეებს, პირველად წითელ ხალიჩაზე, ფილმის პრემიერაზე ან გადაღებებზე შეხვდნენ. მაგრამ არსებობენ გამონაკლისები.
ნიკოლას კეიჯი - რომელმაც მისი მეორე ნახევარი, ელის კიმი რესტორანში გაიცნო. მსახიობი, ლოს-ანჟელესში ერთ-ერთ კორეულ კაფეს ესტუმრა. მისი რჩეული, რომელიც ვარსკვლავის მესამე და უკანასკნელი ცოლი იყო, კაფეში ოფიციანტად მუშაობდა. მსახიობის თქმით, ელის კიმი ნიკოლასს, ერთი ნახვით შეუყვარდა. მსახიობმა, მომავალი მეუღლე, იმ დღესვე, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დაპატიჟა. რამდენიმე თვის შემდეგ, წყვილი დაქორწინდა და 11 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. 2016 წელს, ნიკოლას კეიჯი და ელის კიმი, ერთმანეთს დაშორდნენ.
არგენტინელი მკვიდრი ლუჩიანა, როდესაც ღამის კლუბში სამუშაოდ მოეწყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთ საღამოს, ცნობილი ვარსკვლავი მეთ დეომონი შემოვიდოდა, რომელსაც შეუყვარდებოდა და რაც მთავარია ცოლადაც კი გაჰყვებოდა. ლუჩიანა ბაროზო, რომელიც მაიამში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბარვუმენად მუშაობდა, მალე ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეული გახდა. წყვილი, 2005 წელს დაქორწინდა და დღემდე, ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობენ.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რობერტ დე ნირომ, მომავალი მეუღლე, თვითმფრინავში გაიცნო! მსახიობი, საქმეზე მიფრინავდა, როცა მის მომავალ მეუღლეს, გრეი ჰაიტაუერს შეხვდა, რომელიც სტიუარდესად მუშაობდა და მათი სიყვარულის ისტორიის დასაწყისიც, სწორედ ამ დღეს დაიწყო. მართალია, მათი სასიყვარულო ურთიერთობები, დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ წყვილი დაქორწინდა. რობერტი და გრეი, 20 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2018 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.
ლამაზი, ჰარიზმატული და უაღრესად ნიჭიერი ჰოლივუდის მსახიობი, ალექს ბოლდუინი, რომელმაც მისი მომავალი მეუღლე, ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. მსახიობი, შემთხვევით მოხვდა სწორედ იმ რესტორანში, სადაც მისი მომავალი მეუღლე იმყოფებოდა. ის უმშვენიერეს ქალბატონს, შემთხვევით შეხვდა და იმ დღიდან დაიწყო ისტორია. ამჯერად გოგონა, ოფიციანტი არ აღმოჩნდა, ის იოგის ინსტრუქტორად მუშაობდა. მსახიობმა, ქალბატონს სავიზოტო ბარათი დაუტოვა წარწერით: ეს აუცილებლად საჭიროა, ვიცი ვინც ხარ. რამდენიმე დღის შემდეგ, ჰილრია ტომასმა, მითითებულ ნომერზე, სატელეფონო ზარი განახორციელა, რომელიც წყვილის სასიყვარულო ისტორიის დასაწყისი გახდა. მან, ლამაზმანი ვარსკვლავის, არა მარტო მოხიბვლა შესძლო, არამედ მისი მწვრთნელი და ჯანსაღი კვების მასწავლებელიც კი გახდა.