ჯონი დეპის ყოფილი ცოლი, ილონ მასკის შემდეგ ახალ შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს

14:45 03-15-2019
370

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონი დეპის ყოფილ ცოლს, ახალი შეყვარებული ჰყავს.

ცნობილია, რომ გასულ კვირას, ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპიმ, ემბერ ჰარდის წინააღმდეგ, რომელმაც ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპის ყოფილ ცოლს, ემბერ ჰარდის ახალი შეყვარებული ჰყავს. ის, არგენტინელი რეჟისორი ანდერს მასკეტია, რომელთან ერთად სეირნობის დროს დააფიქსირეს. ფოტოკადრში ნათლად ჩანს, თუ როგორ კოცნის წყვილი ერთმანეთს. 45 წლის რეჟისორის ფილმები, მრავალი ჯილდოს მფლობელია, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ფილმმა -დედა მოუტანა. მისი ბოლო ნამუშევარია მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი - ის, რომელიც სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის რომანის მიხედვით გადიღეს. 

55 წლის მსახიობი, ყოფილ ცოლს მცდარ ბრალდებაში ადანაშაულებს და მისგან 50 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი თქმით, ცრუ ბრალდებები, ემბერის პირადი პიარისთვის გაკეთდა: -მის ჰარდი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არ არის, ის თავად არის დამნაშავეა - ამბობს ჯონი. 

ჯონი დეპი ემბერ ჰარდს ღალატშიც ადანაშაულებდა. მსახიობის თქმით, ჰარდმა მათი ქორწილიდან ერთ თვეში ილონ მასკთან უღალატა. დეპი ამბობს, რომ როცა ის ლოს ანჯელესში არ იყო, მასკი მის ყოფილ ცოლს სახლში ეპატიჟებოდა.

შეგახსენებთ, რომ ემბერ ჰერდი, გასული წლის დეკემბერში გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ “რეალურ დროში იშვიათი შესაძლებლობა გაჩნდა, თუ როგორ იცავენ ქალები თავს კაცებისგან, რომლებსაც ისინი ბრალს დამამცირებელ მოპყრობაში სდებენ”. “მე სექსუალურ ძალადობას ვეწინააღმდეგები და ჩვენი კულტურის წარმომადგენლების აღშფოთებას ვიზიარებ. ეს უნდა შეიცვალოს“- აცხადებდა ჰერდი. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციაში ჯონი დეპის სახელი ნახსენები არ იყო. 

ჯონი დეპიმ და ემბერ ჰარდიმ, ერთმანეთი ფილმის  „რომის დღიურების“ გადაღებაზე გაიცნეს. წყვილი 2015 წლის თებერვალში დაქორწინდა. დეპის თქმით, ქორწინებიდან ერთი თვის თავზე, მის ცოლსა და ილონ მასკს შორის რომანი დაიწყო.  დეპი და ჰერდი ერთმანეთს, 2016 წლის მაისში, დიდი სკანდალის შემდეგ დაშორდნენ.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე