ხანძარს გადარჩენილ ლეკვებს პატრონი გამოუჩნდათ

09:58 03-18-2019
93

მეხანძრე-მაშველებმა წუხელ დიდ დიღომში, ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, მათი  სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაყვანა სურდათ. თუმცა დღეს უწყების პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ლეკვებს პატრონმა მიაკითხა და წაიყვანა.

დაგვიკავშირდა მეხანრე-მაშველების მიერ წუხელ, დიდ დიღომში გადარჩენილი ლეკვების პატრონი, რომელსაც ორივე ლეკვი უვნებლად ჩავაბარეთ.- წერს ფეიქრიშვილი.

დიდ დიღომში, ტექნო მიქსის ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი. ზარალი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე 23 სახანძრო-სამაშვო ჯგუფი მუშაობდა. 

მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.