"რატომ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც დაგეხმარებოდა..." - გიგი გეგეჭკორს მეგობრები იხსენებენ

10:35 03-18-2019
735

გარდაცვლილ გიგი გეგეჭკორს, რომელიც შვიდდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, მეგობრები იხსენებენ. 

შენ სიკვდილისთვის არ მემეტები. ასე უსასრულოდ არ უნდა დაგეგვიანა გიგი. არ შეგვიძლია არავის შენი მოგონებებში მოხსენიება. ბავშვობაში ამბობდი, რომ გავიზრდები ყველას უნდა დავეხმაროო, შენთვის რატომ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც დაგეხმარებოდა, - წერენ სოციალურ ქსელში.  

გიგი გეგეჭკორის ცხედარი, რომელიც წითელსოფლის მიმდებარე ხევში იპოვეს, ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. როგორც პრაიმტაიმს გარდაცვლილის მეგობარმა უამბო, ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სუიციდს უკავშირდება. ახლობლების გადმოცემით, გიგი გეგეჭკორს სამშაბათს დაკრძალავენ.  მას სამართალდამცავები, სამაშველო სამსახური, მეგობრები და მოხალისეები 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გიგი გეგეჭკორი დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარდა.