"ჩუმად ვისროდი რევოლვერიდან" - რა აკავშირებს თეა წულუკიანს პიერ რიშართან (ვიდეო)

13:18 03-18-2019
943

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმ პერიოდს იხსენებს, როცა რევოლვერიდან ჩუმად ისროდა. 

მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, ნათია ორველაშვილის რუბრიკაში „პირადი ნივთები“ 1995 წელი გაიხსენა, როდესაც ცნობილ ფრანგ მსახიობს პიერ რიშარს თარჯიმნობას უწევდა. 

სროლით მართლაც კარგად ვისვრი და მამა ამით ამაყობდა. ერთხელ მახსოვს, რევოლვერით სროლის საშუალება მქონდა როდესაც თარჯიმანობას ვუწევდი ქალბატონ ლია ლორიასთან ერთად, პიერ რიშარს და მის გუნდს, რომლებიც შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის გადაღებაზე იყვნენ ჩამოსულები. პიერ რიშარის დაცვას ჰქონდა რევოლვერი და იმით ჩუმად ვისროდით ხოლმე, რომ თემურ ბაბლუანს არ გაეგო, - იხსენებს თეა წულუკიანი.