იუსტიციის მინისტრს, როგორც აღმოჩნდა, სვანებზე ანეკდოტები აღიზიანებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ანეკდოტებს სოზარ სუბარს უყვება, რადგან სუბარი უფრო ბრაზდება.
მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, ნათია ორველაშვილის რუბრიკაში „პირადი ნივთები“ ტელეწამყვანს კითხვაზე, ნახა თუ არა დეპუტატ ემზარ კვიციანის ვიდეო, როდესაც ის შემთხვევით facebook live-ში აღმოჩნდა, ასე უპასუხა:
"ვნახე და ნეტავ არ მენახა. ხომ შეიძლება მეც იგივე დამემართოს და ძალიან ყურადღებით ვუყურებ, ტელეფონის რა ღილაკს ვაჭერ ხელს. ყველა ადამიანმა სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და მეც ვცდილობ. ვცდილობ ვისწავლო ემზარ კვიციანის შეცდომისგან", - ამბობს თეა წულუკიანი.