იაპონიაში ბორანს ამოუცნობი ცხოველი დაეჯახა - დაშავდა 90-მდე ადამიანი

16:19 03-18-2019
1798
თეგები: იაპონია

იაპონიაში მომხდარ ინციდენტზე მსოფლიო ალაპარაკდა. 9 მარტს, იაპონიის ზღვაში, კუნძულ სადოს მახლობლად მცურავ ბორანზე, ოთხმოცდაათამდე ადამიანი შეჯახების შედეგად დაშავდა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბორანს ზღვის უზარმაზარი ურჩხული” დაეჯახა. 

ბორანს ინციდენტის დროს 121 მგზავრი და ეკიპაჟი გადაჰყავდა. ავარიის დროს 87 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, 13 კი სხეულის მძიმე დაზიანებებით მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შეჯახების შედეგად, ბორანზე 15-სანტიმეტრიანი ბზარი აღმოაჩინეს.

სანაპირო დაცვის თანამშრომლები ინციდენტის მიზეზს იძიებენ. “გემი შესაძლოა ვეშაპს ან სხვა დიდი ზომის არსებას დაეჯახა” - ამბობენ ისინი. 

ამ უცნაურმა მოვლენამ შეგვახსენა, რომ ოკეანეები ჯერ კიდევ უამრავი იშვიათი და იდუმალი არსებებით არის სავსე.

იაპონიის ზღვაში გემებისა და ვეშაპების შეჯახება ხშირი მოვლენაა. თუმცა ის ფაქტი, რომ ვეშაპის ან სხვა არსების კვალი ვერ აღმოაჩინეს, ამ ამბავს ბურუსს ჰფენს. 

2015 წელს, იაპონიის ზღვაში 3.7 მეტრიანი გიგანტური კალმარი-არქიტეუტისი დააფიქსირეს, რომელიც ბორანს შეეჯახა. შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა ჩარლზ პაქსტონმა შოკისმომგვრელი ვარაუდი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ისტორიები ზღვის გიგანტური ურჩხულების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანებს და გემებს, შეიძლება მოგონილი სულაც არ იყოს. მისი აზრით, ოკეანეების სიღრმეში, რამდენიმე ათასი კალმარი-სარქიტეუტისი ბინადრობს, რომლის სხეულის სიგრძე, არაერთი ათეული მეტრი შეიძლება იყოს. 

ორივე ინციდენტი გვარწმუნებს, რომ ჩვენ მთვარის ზედაპირის შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე მსოფლიო ოკეანეზის ფაუნაზე, რომლის ორი მესამედი, კვლავ შეუსწავლელია. დაახლოებით, 250 ათასი წარმომადგენელი უკვე ცნობილია. თუმცა, კიდევ მილიონამდე სახეობა, ჯერ აღმოჩენილი არ არის. 

არსებობს იმის შანსი, რომ იაპონიაში ამ მოვლენას, დიდი აღმოჩენები მოჰყვეს.

 

 

ნინო მარღანია