რა მდგომარეობაა თბილისის სილამაზის სალონებში? (ექსკლუზივი)

11:41 03-19-2019
1162

სილამაზე, რომ სმხვერპლს მოითხოვს ამაზე არავინ დაობს, თუმცა თუ ეს რისკი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის, მაშინ პრიორიტეტი სიცოცხლეა. რამდენად დაცულია თმის შესაჭრელად თუ მანიკიურის გასაკეთებლად შესული მომხმარებელი სილამაზის სალონში?! ამ მადაიულ კითხვაზე პასუხი, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს აქვს.

დედაქალაქის მასშტაბით სწორედ ამ უწყებას აქვს ჩაბარებული სილამაზის სალონების მონიტორინგი. პროტოკოლის მიხედვით, სწორედ მათ ევალებათ სალონების შერჩევითი შემოწმება წელიწადში ერთხელ. ინფექციის კონტროლის დროს გამოვლენილი დარღვევების დროს სალონს ვერ აჯარიმებენ. მათი მოვალეობაა, დარღვევების მითითება და სწავლება,  გონივრული ვადის მიცემა დარღვევების გამოსასწორებლად. თუ განმეორებითი შესვლის დროს კვლავ დახვდებათ დარღვევები, მაშინ იწერება საჯარიმო ოქმი.

დღემდე შემოწმებულია 809 სალონი. 2017-ში- 416, 2018 წელს -354, ხოლო მიმდინარე წელს 39. განმეორებითი შესვლა განხორციელდა 580 სალონში (განმეორებითი შესვლა გრძელდება იმ სალონებში, სადაც ერთჯერადად უკვე შესულები არიან ეპიდემიოლოგები და მიცემულია გონივრული ვადა).                                                                                       

2019 წლის რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია 1 873 ფიზიკური პირი და ,,შპს. სალონების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უწყებას ამ ეტაპისთვის არ აქვს.  როგორც თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრში აცხადებენ, სილამაზის სალონების მონიტორინგზე, ძირითადი დარღვევები იკვეთება დეზინფექცია, სტერილიზაციის პროცედურების წარმოებაში, როგორც კრიტიკული, ასევე ნახევრად კრიტიკული და არაკრიტიკული ინსტრუმენტების გამოყენებისას.

რისკფაქტორები სილამაზის სალონებში

C  და B ჰეპატიტის ადამიანისგან ადამიანზე გადაცემა, ძირითადად, ინფიცირებული სისხლითა და სხვა ბიოლოგიური სითხეებით ხდება. როგორც მედიკოსები ამბობენ, C ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსის გასანადგურებლად იარაღების სტერილიზაციისთვის მინიმუმ - 100, ხოლო  B ჰეპატიტის შემთხვევაში - 120 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო. ხშირ შემთხვევაში კი სილამაზის სალონების თაამშრომლებმა ისიც კი არ იციან რამდენ გრადუს ტემპერატურაზე ასტერილებენ ხელსაწყოებს.

 

თორნიკე ყაჯრიშვილი