პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ

07:55 03-20-2019
72

მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

არსებული ინფორმაციით, მინისტრი სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს.

თეა წულუკიანის მიმართ კითხვები საპარლამენტო ოპოზიციასაც ექნება. მათი კითხვები სასამართლო ხელისუფლების რეფორმას და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხება.