ჩვენ მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს კითხვები. განსაკუთრებით სტრასბურგში დავა გვაინტერესებს ომის თემაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღეს საინტერესო სესია იქნება და მინისტრიც ყველა დასმულ კითხვას უპასუხებს.
,,ჩვენ მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს კითხვები. განსაკუთრებით სტრასბურგში დავა გვაინტერესებს ომის თემაზე. რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხიც იქნება. მათ შორის სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული.
საინტერესოა ოპოზიციას ექნება თუ არა გამბედაობა, იმ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბროს, რომლის გადაჭრაც იუსტიციის სამინისტრომ შეძლო. წინ საინტერესო სესია გველოდება და არა მგონია, მინისტრმა რომელიმე კითხვას თავი აარიდოს,'' - განაცხადა თალაკვაძემ.
მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. მინისტრი სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს.
თეა წულუკიანის მიმართ კითხვები საპარლამენტო ოპოზიციასაც ექნება. მათი კითხვები სასამართლო ხელისუფლების რეფორმას და გახმაურებულ სამართლებრივ საქმეებს შეეხება.