ირინა შეიკსა და ბრედლი კუპერს შორის ურთიერთობა, სავარაუდოდ კვლავ დაიძაბა

12:20 03-20-2019
3854

ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი, ნიუ-იორკის ქუჩებში ერთად დააფიქსირეს - წყვილს აშკარად ეტობოდა, რომ მათ შორის სერიოზული და დაძაბული ურთიერთობა იყო. 

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრედლი და ირინა ერთმანეთს დაშორდნენ. ბოლო ხანებში, შეყვარებული წყვილი, იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე. სკანდალის მიზეზი, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, კუპერის ლედი გაგსთან ემოციურად შესრულებულ სიმღერა და ფილმი ვარსკვლავის დაბადება გახდა, სადაც ბრედლი და მომღერალი ერთად მონაწილეობენ. 

პირველად წყვილი, გასულ კვირას ერთი წლის ქალიშვილთან, ლეისთან ერთად გამოჩნდა, ხოლო გუშინ ბრედლი და ირინა, ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. ფოტოკადრებში წყვილი, საკმაოდ სერიოზული და აშკარად უკმაყოფილო ჩანს. სავარუდოდ, კუპერის და შეიკის პირად ცხოვრებაში, გარკვეული პრობლემები აღინიშნება. 

შეგახსენებთ, რომ წყვილის ურთიერთობა, მსოფილიოში ერთ-ერთი ცხელი ამბავი გახდა. ბრედლის, ირინასა და ლედი გაგას სასიყვარულო სამკუთხედი, საზოგადეობის მხრიდან, დიდი ხანია სკანდალის თემაა. 

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე