ნინო გვენეტაძე გაქრა, არ არსებობს - რომან გოცირიძე

13:20 03-20-2019
63

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლო და პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - ადამიანი გაქრა, არ არსებობს ქალბატონი გვენეტაძე . - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან ისე წავიდა, რომ არავინ იცის, სად არის, რას აკეთებს, არავისთვის უთქვამს რატომ მიდიოდა. არც პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ნინო გვენეტაძის დანიშვნაზე, არ საუბრობს, თუ რა მოუვიდა მას. გუშინ მისი ყოფილი თანაშემწისგან გავიგეთ, რომ თურმე საშინელი ზემოქმედება მიდიოდა კლანის მიერ და ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეც კი ემუქრებოდა იუსტიციის საბჭოს სხდომის დროს. ამ ისტორიას კვლავ ჩამოფარებული აქვს ფარდა.“ - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.