უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა პირველ მოსმენაით მხარი დაუჭირა. მომხრე 89 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 31. დეპუტატები მეორე მოსმენამდე კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ თუ რეკომენდაციები დაგვიანდება, მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადავადდეს.