ფსიქიკური შეტევა თუ ვნებიანი სიყვარული - ჰეილი ბოლდუინი ნახევრადშიშველ ჯასტინ ბიბერს ზურგზე ეალერსება

14:27 03-20-2019
2128

ჰეილი ბოლდუინი და ჯასტინ ბიბერი, დასასვენებელ პარკში იმ დროს დააფიქსირეს, როცა რეპერს, მეუღლე შიშველ ზურგზე ეალერსებოდა და თან გულში იხუტებდა.

ცნობილია, რომ მოდელი და მომღერალი, ჰოლივუდის ყველაზე საყვარელ წყვილად არის აღიარებული. ისინი, მთელ თავისუფალ დროს, ძირითადად ერთად ატერებენ - წყვილს, უპრობლემოდ შეუძლია ქუჩაში, საზოგადოების წინაშე მოულოდნელად ცეკვა, ან სიმღარა დაიწყოს.

გუშინ პაპარაცებმა, შეყვარებულები ქალაქ ნიუპორტ-ბიჩის, ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში დააფიქსირეს. ფოტოზე, ნახევრადშიშველი ჯასტინი, მაისურის გარეშე მზეზე ირუჯება, ხოლო ჰეილი, საყვარელ ქმარს ზურგზე ეალერსება და გულში იხუტებს. მათთან ერთად, პატარა ლეკვიც იმყოფება, რომელიც გასული წლის ბოლოს აიყვანეს. ჯასტინინ ბიბერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე გაურკვევლია. 

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ბიბერს, გასულ წელს ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა. მომღერალი, ბოლო დროს თავს ვერ აკონტროლებს და ფსიქიკური შეტევებიც კი ხშირად ემართება. ბიბერი, ფსიქიკური აშლილობისას, პაპარაცების ობიექტივშიც კი მოხვდა. 

ტაბლოიდებმა რამდენიმე თვის წინ დაწერეს, რომ მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა მოდელ ჰეილი ბოლდუინზე დაქორწინება, სულ ცოტა, 1 წლით გადადო. როგორც აღმოჩნდა, წყვილი სერიოზულ ზეწოლას განიცდის. არაა გამორიცხული, რომ შეყვარებულებს შორის უთანხმოებაც გაჩნდეს. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო: 

ავტორი: რუსა ღვანიძე