სად გადადის საჯარო რეესტრი - თეა წულუკიანი მიმდინარე მშენებლობებზე

15:22 03-20-2019
101

წელს და მომდევნო წელს ვაგრძელებთ მშენებლობებს, რადგან ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისათვის. - ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში მოხსენებისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში დასრულდება იუსტიციის სახლის მშენებლობა ხონში, ასევე ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალი სამცხე-ჯავახეთში, რომელიც იქნება რიგით მეხუთე რეგიონული არქივი , რაც ბოლო 6 წელში აშენდა.

რაც შეეხება საჯარო რეესტრს, რომელიც ვარანცოვისა და მარჯანიშვილის საბჭოურ შენობებშია განთავსებული, გაისად გადავა იუსტიციის სამინისტროს მეზობლად, სადაც უზარმაზარი ინფრასტრუქტურა შენდება, აქვე დაიდებს ბინას ჩვენივე სიპის მართლჯიკი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურაა აიტი ტექნოლოგიების სფეროში.- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარეობს და წელს დასრულდება. 

2019 წელს დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, ასევე, გაეროს დაფინანსებით. როგორც წესი, ორგანიზაცია ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის. სექტემბრიდან ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანში და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებს და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ არ დაგიმალავთ და ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.