მსახიობ კიტ ჰარინგტონს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით მკურნალობა დასჭირდა

16:47 03-20-2019
652

ჰოლივუდის მსახიობი კიტ ჰარინგტონი, რომელიც მძაფრსიუჟეტიან სათავგადასავლო თრილერში სამეფო კარის თამაშები, ჯონ სნოუს გმირის როლის შემსრულებელია, მოულოდნელად გამოტყდა, რომ სერიალის ერთ-ერთი სეზონის გადაღებების დასრულების შემდეგ, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი დასჭირდა.

მსახიობმა, ფსიქიატრს მას შემდეგ მიმართა, რაც ეკრანებზე, გახმაურებული სერიალის მეექვსე სეზონის პირველი სერია გამოვიდა. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით,  მსახიობს ექიმთან მკურნალობა დასჭირდა. კიტი საკუთარ თავში ჩაიკეტა - დეპრესია და ქუჩაში გასვლის შიში დაეწყო. ჰარინგტონის ინფორმაციით, თაყვანისმცემლები კლინიკაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ  - პაპარაცები, მუდმივად უთვალთვალებდნენ მის საცხოვრებელ სახლს.  

შეგახსენებთ, რომ სათავგადასავლო დრამაში სამეფო კარის თამაშები, შვიდი დიდგვაროვანი ოჯახი, ვესტეროსის მითიური მიწების მოსაპოვებლად იბრძვის -  სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა, ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ, დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება...

სერიალის სამეფო კარის თამაშები მერვე სეზონი, სტარტს 14 აპრილს აიღებს. ამბობენ, რომ მძაფრ-სიუჟეტიანი სერიალის ფინალი, საკმაოდ მძიმე იქნება. იმედია, სერიალის თაყვანისმცემლებს, ახალი სეზონის გამოსვლის შემდეგ, ფსიქიატრთან ვიზიტი არ დასჭირდება!  

იხ. ვიდეოები და ფოტოკოლაჟი: 

ავტორი: რუსა ღვანიძე