სტრიპტიზის მოცეკვავეების რეალური ისტორია - კარდი ბის და ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი დებიუტი

18:53 03-20-2019
268

კარდი ბის და ჯენიფერ ლოპესს, ახალ ფილმში სტრიპტიზის მოცეკვავეების როლში გადაიღებენ.   

ჰიპ-ჰოპის დედოფალი კარდი ბი, მსოფლიოს იპყრობს - გრემის ჯილდო საუკეთესო რეპ-ალბომისთვის, ჩიფსის საკუთარი ხაზი, Fashion Nova-ს ბრენდთან კოლაბორაცია... ამ ეტაპზე კი, 26 წლის მომღერალი. ერთ-ერთ ფილმში გადაღებისთვის ემზადება. 

მომღარალი, ახალ მხატვრულ ფილმში სახელწოდებით Hustlers, ცნობილ მსახიობებთან ჯენიფერ ლოპესი, ლილი რეინჰარტი და კონსტანს ბისთან ერთად, მიიღებს მონაწილეობას. ფილმის სიუჟეტი - ნიუ-იორკის, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალბატონების რეალურ ისტორიას ასახავს, რომლებიც ადამიანებს ატყუებდნენ. 

ცნობილია, რომ ფილმში, ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთი მოცეკვავეს როლს ასრულებს. ამბობენ, რომ ლოს და მისი მეუღლის ალექს როდრიგესის საძინებელში. დამონტაჟებულია სპორტული ლატანი(ბოძი), რომელზეც ჯეი რეგულარულად ვარჯიშობს. 

ფილმში, მომღერალი კარდი ბი, ასევე სტრიპტიზის მოცეკვავე ქალბატონის როლს შეასრულებს - გადაღებები, ახლო მომავალში დაიწყება.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე