ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ სოციალურ ქსელში, კვენტინ ტარანტინოს ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში“(Once Upon A Time In Hollywood) ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
ამერიკელი კინორეჟისორის და მსახიობის კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმის -ერთხელ ჰოლივუდში ტრეილერის ვიდეოკადრები, Once Upon A Time In Hollywood-ის ფეისბუქის პირად გვერდზე, გუშინ პირველად ატვირთეს.
ფილმში, მთავარ როლებს მსოფლიო ვარსკვლავები მარგო რობი, ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, დაკოტა ფენინგი, ალ პაჩინო, ტიმოტი ოლიფანტი, კურტ რასელი, ჯეიმს მარსდენი, ბერტ რეინოლდსი, დემიან ლუისი, მარგარეტ ქუალი და სხვები შეასრულებენ.
ფილმის მთავარი გმირი ტელევიზიის მსახიობია, რომელიც ერთი წარმატებული სერიალის შემდეგ, კინოს ბიზნესში შეღწევის გზებს ეძებს. მასტან პარალელურად, მისი თანაშემწე და დუბლიორი, იგივე გზებს მიმართავს. ამომავალი ვარსკვლავი და მისი დუბლიორი, ცდილობენ სახელის მოხვეჭას კინო ინდუსტრიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში 1969 წელს, ჰოლივუდის გაბრწყინების უკანასკნელ წლებში. ფილმის მთავარი გმირი რიკ დალტონი (დი კაპრიო) ვესტერნის ჟანრის სატელევიზიო სერიალების მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავობა სურს, მის დუბლიორ-კასკადიორ კლიფ ბუთს (ბრედ პიტი) კი იგივე გეგმები აქვს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი, მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, რომლის სასტიკი მკვლელობის ისტორია, ფილმის ერთგვარი ფონი იქნება.
კვენტინ ტარანტინოს ახალი მხატვრული ფილმის სამსახიობო გუნდს, რამდენიმე ხნის წინ, მსახიობთა ახალი ჯგუფი დაემატა: დაკოტა ფენინგი, ჩარლზ მენსონის სექტის წევრ ლინეტ ფრომს განასახიერებს, სერიალ Homeland-ის ინგლისელი მსახიობი დამიან ლუისი კი - ჰოლივუდის 1960-იანი წლების ვარსკვლავ სტივ მაკქვინს.
შეგახსენებთ, რომ კვენტინ ტარანტინოს ფილმი კანის კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამაში, უკანასკნელად 2009 წელს იყო. თრილერის ერთხელ ამერიკაში პროდიუსერია, ოსკარის ნომინანტი დევიდ ჰეიმანი.
ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ 2019 წლის 9 აგვისტოს შედგება.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო: