ირინა სარიშვილმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი და შვილების ფოტო გამოაქვეყნა:
2 წლის წინ, ამ დღეს, ჩემმა პაწაწუნა რიჟიკამ – გიორგიმ მზიდან არნახული საჩუქარი ჩამომიგდო. ამ დღეს, 2 წლის წინ შევიტყე, რომ ცოტა ადრე – დეკემბერში და ივლისში ჩვენთვის სანდრო, ბარბარე და მარიამი დაბადებულან!
ჩვენ არც ვითვლით და არც ვებრძვით ქრომოსომებს - წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენეთ, რომ 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება სახელწოდებით - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა.
იხ. ფოტო: