ჰეილი ბილდუინი და ჯასტინ ბიბერი, პაპარაცებმა ოკეანის სანაპიროზე დააფიქსირეს

14:34 03-21-2019
814

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი, პაპარაცებმა, კალიფორნიაში ოკეანის სანაპიროზე ერთად დააფიქსირეს.

წყვილის ურთიერთობის და ჯასტინის ჯანმრეთელობის პრობლემების შესახებ საეჭვო გარემოებები, ბოლო დროს თაყვანისმცემლების მხრიდან განხილვის საგანი გახდა. ინსაიდერების წყაროს ცნობით, ბიბერი დეპრესიას ებრძვის, რომელიც მას შემდეგ განუვითარდა, რაც ცოლი შეირთო.  

როგორც ჩანს, გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე ხნის წინ, ჰეილიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მიმართა, რომ სოციალურ ქსელში, უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და ყველა წყაროს ნუ ენდობიან. 

გუშინ კი, პაპარაცებმა ჰეილი და ჯასტინი, კალიფორნიაში, ოკეანის სანაპიროზე ერთად დააფიქსირეს. კადრში ნათლად ჩანს, რომ წყვილი ფანტასტიკურად გამოიყურება, ერთმანეთს ეალერსება, ერთობა და საკმაოდ ბედნიერად გრძნობს თავს. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე