შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის რეფორმა მიმდინარეობს.
რეფორმა გულისხმობს სასაზღვრო პოლიციის სტრატეგიული მიმართულებების - სახმელეთო საზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვის და სასაზღვრო ავიაციის მნიშვნელოვნად გაძლიერებას.
#მეტიუსაფრთხოებისთვის
2018 წელს აშშ-მ საქართველოს სანაპირო დაცვას აილენდის კლასის 2 ხომალდი „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გადმოსცა;
2018 წელს აშენდა 1 და 2019 წელს მიმდინარეობს 3 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით წელს დამატებით რამდენიმე სექტორების მშენებლობის დაწყება იგეგმება;
2018 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 2019 წელს სასაზღვრო პოლიციის 4 შვეულმფრენი კაპიტალურად გარემონტდება;
საქართველოს სანაპირო დაცვამ 2018 წელს უმასპინძლა NATO-ს ორ საზღვაო შენაერთს და იტალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდებს. ჩატარდა ერთობლივი საზღვაო წვრთნები;ინერგება რისკების ანალიზის სისტემა, რომელიც ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მოდელს ეფუძნება.
NATO-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში სანაპირო დაცვის ტაქტიკურმა დანაყოფებმა (აბორდაჟის ჯგუფებმა) შეფასების I ეტაპი (SEL1) გაიარეს;
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2018 წელს დაახლოებით 5 000 000 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა გადმოეცა;
2018 წლის განმავლობაში გადამზადდა 1400-მდე თანამშრომელი. მათ შორის, NATO-ს სერთიფიცირებულ სკოლებში სანაპირო დაცვის 30-მდე თანამშრომელმა სხვადასხვა ტიპის სწავლება გაიარა.