"ჩემო სიყვარულო" - ირინა შეიკი, მეგობარ ქალბატონთან ერთად ნახევრადშიშველი პოზირებს

16:54 03-21-2019
686

სუპერმოდელმა ირინა შეიკმა, მეგობარს დაბადების დღე მიულოცა და ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მეგობარ ქალბატონთან ერთად, ნახევრადშიშველი პოზირებს. 

მოდელი ნამდვილი ოსტატია, რომ სკანდალური ინფორმაციით საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. მას არ სჭირდება ინტერვიუ, მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით და ფოტოებით იოლად ახერხებს, ახალი ინფორაციების გავრცელებას. საკმარისია, თუნდაც ერთი ფოტო გამოაქვეყნოს, საკუთარ ბავშვთან ერთად გადაღებული, ზურგზე მოშიშვლებული კაბაში, ან ქმართან ბრედლი კუპერთან ერთად პოზირებდეს, უკვე პუბლიკის ყურადღების ეპიცენტრშია.

შეიკმა, გუშინ ინსტაგრამზე პოსტი და შიშველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საყვარელ მეგობარს და კოლეგას, 33 წლის სუპერმოდელს ანა ვიალიცინს, დაბადების დღეს ულოცავს:

- დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო - წერს შეიკი.

სუპერმოდელების საკმაოდ სექსუალური ფოტო, თაყვანისმცემლების მხრიდან განხილვის თემა გახდა. მოდელები, რომლებიც სხეულით ერთმანეთს ეკვრიან, ნახევრადშიშვლები პოზირებენ. სუპერმოდელის თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა სახის მოსაზრებებს აფიქსირებენ. საზოგადოების ერთი ნაწილი, საკმაოდ ნეგატიურ კომენტარებს წერს, ნაწილი კი პოზიტიურ განწყობას გამოხატავს - აღფრთოვანებულია, მოდელების გარეგნობით! 

იხ. ფოტო:  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე