კაილი ჯენერიმ ტრევის სკოტს ღალატი აპატია

17:03 03-22-2019
312

მარტის დასაწყისში, კარდაშიანების ოჯახში ახალ სკადალში გაეხვა. სოციალურ ქსელში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრევის სკოტი, კაილი ჯენერის ღალატობდა. ამ სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რეპერმა ინსტაგრამის გვერდი გააუქმა, რაც თაყვანისმცემლების აზრით, ღალატის დამადასტურებელი ნიშანი იყო.

პორტალ TMZ-ს წყაროს ცნობით, სკოტმა პირადი გვერდი, სწორედ იმის გამო გააუქმა, რომ მისი შეყვარებულის ნდობა დაემსახურებინა და ამავე დროს, წაეშალა წერილები, რომელიც კეილიმ აღმოაჩინა. 

როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობა, შედარებით გამოსწორდა - გუშინ, პაპარაცებმა წყვილი ლოს-ანჟელესში, რესტორან  Sweet Chick - ში სადილობის დროს დააფიქსირეს - კაილი და ტრევისი, ქალიშვილთან, შტორმისთან ერთად იმოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი ერთმანეთს, 2017 წლის აპრილიდან ხვდებიან. მათი საერთო შვილი, რომელსაც შტორმი დაარქვეს, ქვეყანას, მიმდინარე წლის 1 თებერვალს მოევლინა. 

იხ. ფოტოები და ვიდეო: 

ავტორი: რუსა ღვანიძე