სკანდალური ფოტო - გუფი და ქეთი თოფურია შერიგდნენ?

18:35 03-22-2019
3137

რამდენიმე საათის წინ, რეპერი გუფი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქეთი თოფურიას ვიდეოს, ინსტაგრამზე არქივის ფოტოს გამოქვეყნებით გამოეხმაურა.

რამდენიმე ხნის წინ, გუფიმ, ყოფილი შეყვარებულის ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ქეთი, მთელი ცხოვრება ეყვარება.

ორი დღის წინ, თოფურიას მეგობარმა მირანდა შელიამ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ა სტუდიოს მომღერალი, გუფის ერთ-ერთ ტრეკის «Балконный флоу», სიმღერის ფონზე ცეკვავს.

ვიდეოს გამოეხმაურა რეპერი და რამდენიმე საათის წინ, ინსტაგრამზე ქეთისთან ერთად გადაღებული, არქივის ფოტო გამოაქვეყნა. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, შოუ ბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რომლის მიზეზი, რეპერის მხრიდან ღალატი იყო - ალექსეი დოლმატოვს, რომანი ჰქონდა 18 წლის ეკატერინბურგელ იანა შევცოვასთან.

იხ. ფოტო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე