ხშირად გადის დღეები როცა ვერაფერს ვჭამ - მარტოხელა მხატვრის მძიმე ცხოვრება (ვიდეო)

19:13 03-22-2019
1652

57 წლის მხატვარი არჩილ ჯაფარიძე, უკვე ათი წელია ავლაბარის ქუჩაზე, ნაქირავებ ექვსი კვადრატული მეტრის ოთახში ცხოვრობს. იშვიათად ხატავს, რადგან ვეღარ ყიდის. ახლა, მაცივარზე მისაკრობ მაგნიტიან სუვენირებს აკეთებს. ადრე ფილარმონიისთვის და სპორტის სასახლისთვის აფიშებს ხატავდა.დაკარგა სახლი, სამსახური და ოჯახი. მისი მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. ექიმებმა ტროპიკული წყლულის დიაგნოზი დაუსვეს.

ყოველთვიურად სოციალურად დაუცველთა დახმარებას იღებს. სარგებლობს უფასო სასადილოს სერვისით, თუმცა იმის გამო, რომ გადაადგილება არ შეუძლია, ვერ იყენებს.