ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

11:11 03-24-2019
3993
თეგები: ამინდი

26 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება - ამის შესახებ პრაიმტაიმს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. 

დასავლეთ საქართველოში 26 მარტს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, რომელიც 27 მარტამდე გაგრძელდება. 

25-26 მარტს ღამით მოსალოდნელი 0,+5 ღამით , ხოლო დღისით, +4 +9 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურა 27 მარტიდან მოიმატებს. 

ქარია მოსალოდნელი 27 და 29 მარტს.

რაც შეეხება მთიან რაიონებს, აქაც დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

დედაქალაქში ​26 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი მომატება მოსალოდნელი არ არის. 

27 მარტს ჰაერი +15 +17 გრადუსით გათბება.