სააკაშვილის ვითომ ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ საბუთად არავისგან არ მიიღება - გრიგოლ ვაშაძე

16:40 03-24-2019
606

„ნაციონალური მოძრაოაბის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახდა. ამ პოზიციაზე მან მიხეილ სააკაშვილი შეცვალა.

მას შემდეგ,რაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, პარტიაში ეს „პორტფელი“ ვაკანტური გახლდათ. დღეს კი ესტაფედა სააკაშვილმა ვაშაძეს გადასცა.

გამოსვლაში კი პარტიის ახალმა თავმჯდომარემ საინტერესო ფრაზა თქვა: „სააკაშვილის ვითომ ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ; საბუთად არავისგან არ მიიღება“

გრიგოლ ვაშაძე პარტიის დელეგატებმა 364 ხმით პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

კენჭისყრაში სულ 366- მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ერთმა თავი შეიკავა, ხოლო ერთი წინააღმდეგი დაფიქსირდა.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრები დაემატნენ. ესენი არიან : ზაალ უდუმაშვილი, სანდრა რულოვსი, დიმიტრი შაშკინი, ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, ლელა ჯავახაძე, მურთაზ ზოდელავა, მამუკა ჩიქოვანი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, სანდრა რულოვსი.