ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ღვარძლი და დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის - გრიგოლ ვაშაძე

17:30 03-24-2019
43

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ღვარძლი და დაპირისპირება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის." - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისი საქმიანობა მთლიანად ოპოზიციური პარტიების საერთო მიზნისათვის იქნება მიმართული.

გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ხმების რაოდენობა, რომელიც ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო, აუცილებლად გაიზრდება, რაც ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას უზრუნველყოფს.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი