„რატომ ღლით ჩემს ყურებს?! რისთვის აგირჩიეთ და რატომ მოგეცით მე ხმა, რომ ეს ვისმინო?“ - გვარამია გოცირიძეს

18:37 03-24-2019
918

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი 10 დღიანი პაუზის შემდეგ საზოგადოებაში "Facebook"ლაივის მეშვეობით გამოჩნდა.

ნიკა გვარამიამ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე მწვავედ გააკრიტიკა.

„რომან გოცირიძის ამდენი ხუმრობა, არასერიოზულია. ბოდიშით ბატონო რომან, მიყვარხართ, მაგრამ არასერიოზულია. რატომ ღლით ჩემს ინტერესებს და ყურებს?! პატივს რატომ არ მცემთ? რა არის სახუმარო წულუკიანის ჰააგასთან მიმართებით? რა სამინისტროს დაარქმევთ თეას? რა ძაღლები არ ესალმებიან კვაჭანტირაძეს? ვინაა საერთოდ კვაჭანტირაძე? რატომ იღლით პირს და რატომ გვართმევთ დროს ამ სისულელეებზე ლაპარაკით? რისთვის აგირჩიეთ და რატომ მოგეცით მე ხმა, რომ ეს ვისმინო? არ არის მეგობრებო ესე”. ან საზოგადოება გამოფხიზლდება და იტყვის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, ან საზოგადოება ვერასდროს გამოფხიზლდება, რადგან არის ტერმინალურ სტადიაში, კვდება- ამბობს გვარამია.