ანა დოლიძე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

09:52 03-25-2019
94
თეგები: ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს აღარ იყრის.  დოლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესია.

ჩემო კარგო ხალხო, მინდა შეგატყობინოთ რომ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისათვის საქართველოში. ახლა როდესაც მიმდინარეობს უზენაესს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს ჭირდება ამ ბრძოლას ყველა ძალის კონცენტრირება რომ მივიყვანოთ ბოლომდე. ამიტომაც გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement და ქართული ოცნება / Georgian Dream ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის.- წერს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით განხეთქილება  მოხდა უმრავლესობაში. პოზიციების სხვაობის გამო გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. მიუხედავად ამისა და არასამთავრობო სექტორის ნეგატიური დამოკიდებულებისა, „ოცნება“ ცდილობს საკუთარი კანონ-პროექტი გაიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა ორი ალტერნატიული კანონ-პროექტი - ე.წ. მეამბოხე დეპუტატების და „ევროპული საქართველოსი“.