ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით კოლეგების პროტესტს უერთდებიან. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეების მთავარი ლოზუნგები ასეთია - ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის.
„პრაიმტაიმთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე მუქარაზე საუბრობს. თამარ ღუნაშვილი აცხადებს, რომ მუქარის ავტორი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელია, რომელიც მას სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.
ბათუმში არასდროს არანაირი რესურსი არ ყოფილა, სოციალურ მუშაკები თავისი ხელფასებით ამაგრებენ ჯანდაცვის სამინისტროს. საკუთარი ანაზღაურებით ვეხმარებით ბენეფიციარებს. გვიწევს ფეხით სიარული და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები იღუპებიან და ვერ ვშველით. რაც შეეხება სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს, მინდა თემურ ქარცივაძეს მოვუწოდო, რომ ცხვენოდეს, რადგან თანამშრომლებზე სხვადასხვა ზეწოლებით ძალადობს“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურმა მუშაკებმა დღეს გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს.