დღეს სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან 08:30 საათიდან საპროტესტო აქცია მართავენ.
სოცმუშაკების ძირითადი მოთხოვნები 22 პუნქტისგან შედგება.
აქციას მხოლოდ ოთხი სოციალური მუშაკი არ შეუერთდა. ესენი არიან: ადიგენის, კასპისა და გლდანის ორი თანამშრომელი.
ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი საყოველთაო პროტესტს.
თემა აქტუალური 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გახდა.
სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, ჯანდაცვის წარმომადგენლებს თავიანთი მოთხოვნები გაანცეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. ისინი ითხოვენ ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის საჭირო სერვისების დაფინანსებას.