წარმატება, ჯანმრთელობის გარანტი არ არის! - რა დაავადებას ებრძვის ვიქტორია ბექჰემმი და მისი ოთხი შვილი

15:32 03-25-2019
5569

ვიქტორია ბექჰემმა აღიარა, რომ მის ოთხივე შვილს, დისლექსია აწუხებს, რომელიც მისგან გენეტიკურად მადაეცა. 

მსოფლიოში ცნობილი, ლეგენდარული ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მეუღლემ, წარმატებულმა დიზაინერმა და მომღერალმა ვიქტორია ბექჰემმა, ერთ-ერთ ინტერვიუში, მულოდნელად საკმაოდ მნიშვნელოვანი საიდუმლო გაამხილა. მომღერალი, იმ დაავადებაზე ალაპარაკდა, რაც მის შვილებს მისგან გენეტიკურად გადაეცა.

ფაქტია, რომ წარმატება, ჯანმრთელობის გარანტი არ არის. უამრავი ცნობილი ადამიანი, დიდი ხნის განმავლობაში, საიდულოდ ინახავდა ინფორმაციას მძიმე ავადმყოფობის, ან ფსიქიკური აშლილობის შესახებ. 

საინფორმაციაო წყარო "Eva.ru."-ს ინფორმაციით, მისის ბექჰემმა, ყველასგან მოულოდნელად გადაწყვეტილება მიიღო, საზოგადოებას, მისი ჯანმრთელობის შესახებ სიმართლე გაეგო. მან აღიარა, რომ ბავშვობიდან დისლესქია(განსხვავებული ფსიქიკური შესაძლებლობები) აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ დისლექსია ვიწრო მნიშვნელობით კითხვის უნარის დაქვეითებაა, ფართო მნიშვნელობით კი - მეტყველებით გაშუალებული სწავლის უნარის დაქვეითებას ნიშნავს, რომელიც ხასიათდება კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით. დისლექსია არ არის დაავადება. იგი გულისხმობს, განსხვავებულ ფსიქიკურ შესასაძლებლობებს. 

ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაავადება, მის ოთხივე შვილს  გამოუვლინდა. ვარსკვლავური წყილის მემკვიდრეებს ატესტატის და დიპლომის აღება, სავარაუდოდ გაუჭირდებათ. ბექჰემების ოჯახის უფროსმა მემკვიდრემ ბრუკლინმა, გადაწყვიტა ღირსეული განათლება მიეღო, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დასრულება ვერ შესძლო. თაყვანისმცემლები იმედს იტოვებენ, რომ მომდევნო სამ შვილს, მსგავსი პრობლემები არ შეექმნება. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე