ტომ კრუზის 13 წლის ქალიშვილი, რომლის ნახვა საიენტოლოგიური სექტის წევრობის გამო აეკრძალა

17:43 03-25-2019
1858

ლეგენდარული მსახიობის, ტომ კრუზის 13 წლის ულამაზესი ქალიშვილი, საოცრად დაემსგავსა მამას.

2006 წელს ტომ კრუზი, მესამედ გახდა მამა. მისმა ყოფილმა მეუღლემ კეტი ჰოლმსიმ, რომელთანაც ქორწინებაში 2006-დან 2012 წლამდე იმყოფებოდა, მსახიობს ქალიშვილი სური გაუჩინა. 

კრუზიმ, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ქალიშვილთან ურთიერთობაც გაწყვიტა. მას, საკუთარი შვილი  სამი წლის განმავლობაში არ ყავდა ნანახი.  როგორც მსახიობი განმარტავდა, ეს მისი დაკავებული გრაფიკის გამო მოხდა. ინსაიდერების ინფორმაციით კი,  შვილის ნახვა მსახიობს, საიენტოლოგებმა აუკრძალეს. მათ "შავი სიები" შექმნეს, სადაც კეტი ჰოლმსი და სური მოხვდნენ.

 

 

ბოლოს, ტომმა საკუთარი ქალიშვილი, 2016 წელს ნახა.  წელს კი, გოგონას უკვე 13 წელი უსრულდება. ბრწყინვალე გარეგნობის სური, როგორც ამბობენ ძალიან ჰგავს მამას. რამდენიმე ხნის წინ, ტომის ქალიშვილი, დედასთან კეტი ჰოლმსისთან ერთად დააფიქსირეს - აღმოჩნდა, რომ გოგონა, ვარსკვლავური მამის კოპიაა.  

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ჰოლმსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად მას საიენტოლოგიის საწინააღმდეგო საუბარი ეკრძალებოდა.

განქორწინების შემდეგ ტომი ბავშვს ხვდებოდა, თუმცა შემდეგ საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით, მასთან კავშირი შეწყვიტა. 2017 წლის თებერვალში ტომ კრუზმა ყოფილ ცოლთან და ბავშვთან ურთიერთობა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ტომ კრუზი, საენტოლოგიურ ტაძარს, 1990 წლიდან შეუერთდა. 

 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე