შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 მარტს, 19:00 საათიდან - 27 მარტის 12:00 სთ-მდე, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტალების გარეცხვა-დასუფთავების გამო, პირველ ეტაპზე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო შემდეგ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება, ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.