ბრედ პიტის ახალი რომანის გამო ანჯელინა ჯოლი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა - ახალი ტატუ და სპირტიანი სასმელები

11:35 03-26-2019
1942

რამდენიმე დღის წინ, 43 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, ფილმის დამბოს პრემიერაზე, წითელი ღვინით სავსე ბოკალით ხელში, იმ დროს დააფიქსირეს, როცა ღონისძიება, ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. ამ ფაქტმა, იქ მყოფი საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

ჯოლის თაყვანისმცემლების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მსახიობმა, მისი ყოფილი მეუღლის ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ურთიერთობის შესახებ გაიგო, ჯოლი, ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული გახდა. გაცრცელებული ინფორმაციით, ჯოლიმ ახალი ტატუ გაიგეთა, რომელსაც როგორც ცნობილია, მის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ იკეთებს. 

ჰოლივუდში, ანჯელინა ჯოლი ერთერთ ყველაზე ტატუირებულ მსახიობად ითვლება. სხვადასხვა დროს, მას გაკეთებული აქვს ოცზე მეტი ტატუ. მათ შორის, იმ ადგილების გეოგრაფიული კოორდინატები, სადაც მისი შვილები დაიბადნენ. ასევე, აზიური ვეფხვი კისრის ქვემოთ, დრაკონი, დიდი შავი ჯვარი, და სხვადასხვა სუმბოლური რიცხვები და ნიშნები. მსახიობის სხეულზე გამოსახული ბუდისტური ნახატები და არაბულ ენაზე გაკეთებული წარწერა, მსოფლიოს მიმართ ჯოლის სურვილებს ასახავს. ერთ-ერთ ტატუზე, მსახიობს არაბული ასოებით აწერია მიზანსწრაფვა. ცნობილია, რომ სვირინგების მიხედვით ჯოლი, მსოფლიოს სიყვარულს და აყვავებას უსურვებს. ანჯელინას, ამოსვირინგებული აქვს ასევე ციტატა, რომელიც უკავშირდება, მის გარდაცვლილ დედას, ასევე მას სხეულზე აქვს, საკუთარი შვილის დაბადების ადგილის კოორდინატებიც. იგივე სვირინგი, ბრედ პიტსმაც გაიკეთა. წყაროს ცნობით, ეს ნაბიჯი მან არამარტო მეუღლის მხარდასაჭერად გადადგა, არამედ ჟესტი ერთგვარად, ქორწინების გადასარჩენადაც გაიმეორა. არსებობს ინფორმაცია, რომ ორივეს სვირინგი იდენტურია და ისინი ერთი და იმავე ოსტატის მიერ არის შესრულებული. პიტმა ტატუზე ანჯელინასა და ექვსი შვილის სახელების პირველი ასოები დაიწერა. თავად ანჯელინას ასევე ბევრი ტატუ აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის მარცხენა ხელზეა, რომელზეც რომალული ციფრებია ასახული – ისინი ანჯელინას მშობლიური კუთხის გეოგრაფიულ კოორდინატებს ასახავენ. აღსანიშნავია, რომ ჯოლის მარცხენა ხელზე ადრე მისი ყოფილი ქმრის, ამერიკელი მსახიობის, რეჟირორის და მუსიკოსის ბილი ბობ თორნთონის სახელი ეწერა. ცნობილია, რომ თორნთონი და ჯოლი ერთანეთს, 2003 წელს დაშორდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯოლის, ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებით, სერიოზოლი პრობლემები ჰქონდა. გასულ წელს, როცა პირველად გავრცელდა ინფორმაცია ბრედის და ჯენიფერის ურთიერთობის შესახებ, ანჯელინას ფსიქოლოგიც კი დასჭირდა. ვარსკვლავს, არ სურს საზოგადოებამ მისი ბნელი წარსულის  შესახებ გაიგოს, ამიტომ დიდი ხანია მალავს მის დაავადებას. ახლობლები და მეგობრები, განიცდიან ანჯელინას მდგომარეობას და ცდილობენ, მუდამ მის გვერდით იყვნენ. 

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე