„აია სოფიას შესაძლოა მუზეუმის სტატუსი მოეხსნას და მეჩეთად გადაკეთდეს“ - ეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქულ მაუწყებლობაში TGRT განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა ბეჭდვით მედიაში საინფორმაციო სააგენტომ, Daily Sabah-მა გაავრცელა.
„შესაძლოა, ჩვენ სახელი „აია სოფია“ მეჩეთს დავუტოვოთ, ეს გამორიცხული არაა. მეჩეთის მონახულება ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს შეეძელება“ - აღნიშნა ერდოღანმა.
აია სოფია მართლმადიდებული ტაძარია, რომელიც ბიზანტიური „ოქროს საუკუნის“ სიმბოლოს წარმოადგენს. ბიზანტიის იმპერიის ხანაში აია-სოფია საიმპერატორო სასახლის გვერდით კონსტანტინოპოლის ცენტრალურ ნაწილში იქნა აგებული. დღესდღეობით კი იგი სტამბოლის ისტორიულ ადგილში, სულთან აჰმეტის რაიონში მდებარეობს. აია სოფიას არქიტექტურას ხშრად მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად მოიხსენიებენ.