"ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით" - მონიკა ბელუჩი და ნიკოლას ლეფევრი, ვერსალის ქუჩებში ერთად დააფიქსირეს

13:03 03-26-2019
1753

მონიკა ბელუჩი და მისი 36 წლის შეყვარებული, ნიკოლას ლეფევრი, ერთად დააფიქსირეს.

 

ყოფილი წყვილის, 52 წლის რეჟისორ ვენსან კასელის და 54 წლის მსახიობ მონიკა ბელუჩის, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, რამდენიმე ხანია დაიწყო. ვენსანი, მისი ფეხმძიმე მეუღლისგან ტინა კუნაკისგან, რამდენიმე ხანში, პატარას დაბადების მოლოდინშია, ხოლო მონიკა, ახალ შეყვარებულთან, მხატვარ ნიკოლას ლეფევრისთან ერთად, თავს ბედნიერად გრძნობს. როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობებს აღარ მალავს. რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა, პაპარაცების მიერ გადაღებული, შეყვარებული წყვილის პირველი ფოტოკოლაჟი. 

გუშინ კი მონიკა და ლაფევრი, ვერსალის პარკში სეირნობის დროს, ერთად დააფიქსირეს. შეყვარებულები, ერთმანეთს კოცნიდნენ და ბედნიერად გამოიყურებოდნენ -  ფოტოკოლაჟზე ნთლად ჩანს, მათი რომანტიკული გაწყობა. 

შეგასენებთ, რომ 36 წლის მხატვარმა და არტ გალერეას დამფუძნებელმა ნიკოლას ლეფევრიმ და მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ, ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს. 2018 წლის ბოლოს, მსახიობმა მისი შეყვარებულის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას, ერთ-ერთ ინტერვიუში ფარდა ახადა.  

"მე დიდი ხანია ვხვდები მამაკაცს, რომელიც მართალია ჩემი სამყაროდან არ არის, მაგრამ ჩემსავით ბევრს მოგზაურობს. ცხოვრების ამგვარი რიტმი, მას უფრო ახლობელს ხდის. ამ ეტაპზე, არ მსურს მისი სახელის დასახელება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემი არჩევანით, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ" - ამბობს მონიკა.   

მონიკას შეყვარებულის ფოტო, პირველად პაპარაცებმა გაავრცელეს. მარტში კი წყვილი, პარიზის მოდის კვირეულზე, ერთად დააფიქსირეს.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე