მალე შეგისრულებ პირობას მამი, არ იდარდო - ზაზა სარალიძე

13:25 03-26-2019
1460

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აზიარებს შემდეგი წარწერით:

შენი დღეებია მამი დაწყებული.
უფალმა გაგვინათლოს შენი სპეტაკი სული.
გვენატრები მამი!!!
ენატრები დედიკოს!!!
ენატრები დაიკოს!!!
ენატრები მამიკოს!!!
ენატრები მეგობრებს!!!
ენატრები ყველას მამიიიი!!!!
მალე შეგისრულებ პირობას მამი არ იდარდო,ძალიან მალე მამი!!!
სამართალს ძალიან ბევრი გზა აქ მამი!!!- წერს ზაზა სარალიძე.

2018 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ჯგუფური გარჩევის შემდეგ, სკოლიდან გამოსული ორი მოსწავლე თანატოლებმა მოკლეს.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევას ემსხვერპლნენ. სარალიძეს 12 ჭრილობა მუცლის, გულმკერდისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.