პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ახალი კლიპის წარმატებას იახტაზე, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავენ

14:07 03-26-2019
423

პრიანკა ჩოპრა და ნიკი ჯონასი მაიამში, ოჯახის წევრებთან ერთად იახტაზე დააფიქსირეს. 

width=450წყვილი, 2019 წლის დასაწყისში შვეიცარიაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დააფიქსირეს. შემდეგ კი - კარიბის კუნძულებზე, რის შემდეგაც, ინდოეთში გადაინაცვლეს, სადაც სიმღერაზე Sucker, კლიპის გადაღებაც კი მოასწრეს.
width=450width=750

ახალ კლიპში ნიკი, ძმებთან ერთად, ხოლო პრიანკა, სოფისთან ერთად მონაწილეობს. კლიპმა გრანდიოზული წარმატება მოიპოვა არა მარტო ნახვებით, არამედ მისი გაყიდვების რაოდენობითაც. წარმატება წყვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა - ჯო ჯონასი, სოფი ტერნერი და კევინ ჯონასი მაიამის სანაპიროზე იახტაზე პოზირებენ.  ვარსკვლავები, ძმები ჯონასების კლიპის სიმღერის ფონზე, იახტაზე ერთობიან - ცეკვავენ და ცივ შამპანურს მიირთმევენ.width=750width=750width=750width=750width=750შეგახსენებთ, რომ ყველაზე პოპულარული და წარმატებული ინდოელი მსახიობი, პრიანკა ჩოპრა და მომღერალი ნიკ ჯონასი, 2018 წლის ბოლოს ოფიციალურად დაქორწინდნენ. წყვილმა ინდოეთში გრანდიოზული, რამდენიმედღიანი ქორწილი გადაიხადა. ქორწილი ინდური ტრადიციების სრული დაცვით წარიმართა.

 

   

ავტორი: რუსა ღვანიძე